Wednesday, March 1, 2023

   

   USAID საბაზისო განათლების პროგრამა არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს RTI international სხვადასხვა ორგანიზაციებთან პარტნიორობით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან უშუალო თანამშრომლობით, პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი, მოსწავლეზე ორიენტირებული რეფორმის დანერგვას დაწყებითი საფეხურის კლასებში.

USAID საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ინსტიტუციონალიზაციას მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების რეფორმისა და განათლების პოლიტიკისა და სასწავლო პროცესის კვლევაზე დაფუძნების გზითეს მიზანი მიიღწევა ქვემოთ მოცემული სამი ამოცანის განხორციელებით:

(1)  მოქმედი მასწავლებლები და დირექტორები წარმართავენ მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს.

(2)    მომავალი მასწავლებლები იძენენ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების უნარ-ჩვევებს, ხოლო მომავალი დირექტორები - საგანმანათლებლო ლიდერების უნარებს.

(3) საგანმანათლებლო პოლიტიკა შემუშავებულია მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

სსიპ ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლაში ფიზიკის წამყვანი მასწავლებლის, მაია თათეშვილის მიერ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის  ჩამოყალიბდა იდეატორთა კლუბი.  კლუბი შეიქმნა  USAID-ის პროექტის საბაზისო განათლების პროგრამის საგრანტო პროექტის ფარგლებში სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. კლუბს მომაგრებული ჰყავს სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ინივერსიტეტის დაწყებითი განათლების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები (ლიდერები): დიანა ღვალაძე და გვანცა ბალახაშვილი, რომლებიც კლუბის ხელმძღვანელს დახმარებას უწევენ აქტივობების განხორციელებისას და ამავე დროს,  როგორც მომავალი მასწავლებლები, იძენენ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების უნარ-ჩვევებს, იღებენ გამოცდილებას.

 სასკოლო საგანმანათლებლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია კლუბური მუშაობაკლუბური მუშაობა მოსწავლისათვის არის ინტერაქტიული გარემოსადაც მას საშუალება ეძლევასხვადასხვა დავალებებისა და აქტივობის შესრულების დროსეფექტურად გადალახოს არსებული ბარიერები და სიძნელეები, შექმნას საინტერესო და ინოვაციური პროდუქტები.

   იდეატორთა კლუბის ფარგლებში დაწყებითი კლასის მოსწავლეები გამოიმუშავებენ კრიტიკული აზროვნების და პრობლემის ინოვაციურად გადაჭრის  უნარებს გუნდურ პროექტებზე მუშაობისას. კლუბის მიზანია უბიძგოს მოსწავლეებს ჩამოყალიბდნენ მომავალ ინოვატორებად, რომლებსაც შეუძლიათ თანამშრომლობა, გამოწვევების მიღება და კრეატიულად გადაჭრა. ძირითადი ფორმატია გუნდური პროექტების განხორციელება. მოსწავლეები ერთად შეარჩევენ ამა თუ იმ პრობლემას და აქტიურად ითანამშრომლებენ მისი გადაჭრის გზების მოსაძიებლად. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია იდეების გენერირება.

ამ ბლოგზე განთავსდება კლუბის სამუშაო შეხვედრების ამსახველი ფოტომასალა



No comments:

Post a Comment